Archive | აპრილი 2014

თარიღი matters

რუსეთმა გამოუშვა მედალი „ყირიმის დაბრუნებისთვის“. მიაქციეთ ყურადღება ამ „დაბრუნების“ აღმნიშვნელ თარიღებს:

Медаль_«За_возвращение_Крыма»_реверс
ცნობისთვის: იანუკოვიჩმა კიევი დატოვა 21-22 თებერვლის ღამეს. ამას უძახის რუსეთი „კანონიერი პრეზიდენტის ჩამოგდებას“, რომელსაც თითქოსდა მოჰყვა ყირიმელთა შეუკავებელი აღტკინება რუსეთთან მიერთების თაობაზე. კიდევ ერთხელ – იანუკოვიჩი ჯერ კიდევ უკრაინაში იყო, როცა მედლის თანახმად, დაიწყო ოპერაცია „ყირიმის დაბრუნება“.

ახლა კი – სპეციალურად ქართველი მაღალინტელექტუალური საზოგადოებისთვის და სასიქადულო ინცილეგენციისთვის™, პირველ რიგში: აბა, გოგონებო და ბიჭუნებო, როდის და როგორ დაიწყო ქართულ-რუსული ომი? და ვინ დაიწყო ის? აბა ვინ იტყვის?

Advertisements

ძმები და «братья»

უკრაინა, ეტყობა, ისეთი სარკე აღმოჩნდა ჩვენთვის, რომელშიც ჩახედვა გვიჭირს ან გვეშინია. აჰა, პატარა გოგო კიევიდან:

ნეტავ, რატომ არ ახსენდება ამ გოგოს ერთმორწმუნეობა ამ ომის დროს? ქართულ ინცილიგენციასვეკითხები, რამე რო იყოს.

Update: მადლობა ღმერთს! ასეც უნდა ყოფილიყო – არ არის ქართული ინტელიგენცია მთლიანად გაინცილიგენტებული. აჰა – კულტურის პალატა ბეზრუკოვის სპექტაკლის გაუქმების გადაწყვეტილებას არ შეცვლის. ჯიგარი ხარ, დავით ოქიტაშვილო – ამ წარჩინებულ ინცილიგენტთა უზნეო მოთხოვნას მორიგი ბლუკუნით „ხელოვნება და პოლიტიკა არ უნდა ავრიოთ ერთმანეთში“ ზუსტად ეგეთი პასუხი ეკადრება.

განსაკუთრებით მომეწონა ერეკლე ბადურაშვილის საქციელზე რომ გააკეთა კომენტარი და არ დაინდო. გვეყო ეგეთი დანდობები, რომლებიც სინამდვილეში ადამიანის ღირსებას აპარტახებენ.

გამოცანა

აბა, თუ გამოიცნობთ, რომელი სურათის გადაღებისას იქნა გამოყენებული მანეკენები?LP-Cover-Pink-Floyd-Wish-You-Were-HereGaribashvili_20140402

ამბავი მეცხრეარხელების, რკინის ქალამნების და ამაღლებული გრძნობებისა

გთავაზობთ უცვლელად, როგორც მივიღე. ენჯოი:

ძვირფასო მეგობრებო,

ყოფილი „მეცხრე არხელების” წერილი და პეტიცია “ბიზნეს ცენტრში” არ დაიტოვეს. “ბიზნეს-ცენტრის” დაცვის სამსახურმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციას საინიციატივო ჯგუფის წევრები საქართველოს ფოსტის საშუალებით ეკონტაქტონ. მოგვიანებით საინიციატივო ჯგუფის წევრებმა არასამთავრობო ორგანიზაცია “მოქალაქის” ოფისს მიაშურეს, რომელიც სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, იგივე მისამართზეა დარეგისტრირებული, სადაც სააქციო საზოგადოება “ქართუ”.

“ქართუს” ოფისში სამდივნოს წარმომადგენლებმა საინიციატივო ჯგუფის წევრებს განუცხადეს, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქეს“ „ქართუს“ შენობაში ოფისი არა აქვს და ამჟამად არ ფუნქციონირებს.

მოგვიანებით, საინიციატივო ჯგუფის წევრები დაუკავშირდნენ ამ ორგანიზაციის წარმომადგენელს ქალბატონ რუსუდან მაჩაიძეს, რომელმაც უზრუნველყო პეტიციის დატოვება „ქართუს“ ოფისში.

მოგვიანებით, საინიციატივო ჯგუფის წევრებმა დაწერეს განცხადება “მოქალაქის” დირექტორის ბატონი ნიკა ჩხეტიანისა და თავმჯდომარის ბატონი ბიძინა ივანიშვილის სახელზე და აღნიშნული პეტიცია (სულ 495; საქართველოს 9067 მოქალაქის ხელმოწერა) ამ განცხადებას დაურთეს.

„ ჩვენი სურვილი, რომ შეხვდეს ბატონი ბიძინა ივანიშვილი საინიციატივო ჯგუფის წევრებს, ამ წერილშიც დავაფიქსირეთ“ განაცხადეს ჯგუფის წევრებმა.

პეტიცია საქართველოს დედაქალაქში და რამდენიმე რეგიონში 9 დღის განმავლობაში, სპონტანური გამოკითხვით მიმდინარეობდა.

დღეს 1 აპრილია. ტელეკომპანია”მეცხრე არხმა” 10 წლის წინ სწორედ ამ დროს შეწყვიტა მაუწყებლობა. საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ეს თარიღი პეტიციის ჩაბარებისთვის სიმბოლურად შეარჩიეს.

გილოცავთ!

გილოცავთ ქართველი ექსპერტების სართაშორისო დღეს! ეჭვი არ მეპარება, მრავალს დაესწრებით 🙂