Ще не вмерла Україна! გაუმარჯოს უკრაინას!


უკრაინის დედაქალაქში სპეცრაზმი „ბერკუტი“ ცდილობს იერიშით დაშალოს ხელისუფლების წინააღმდეგ მე-3 თვე მიმდინარე აქცია. უკვე რამდენიმე ადამიანია დაღუპული.

ამ თვეების განმავლობაში მრავალფეროვანი კომენტარები წამიკითხავს, თუ მომისმენია. თუმცა, მთავარი არ თქმულა. მთავარი კი, ჩემი მოკრძალებული აზრით, არის ის, რომ ჩვენ თვალნათლივ ვხედავთ იდიოტი და ადეკვატურობის მოკლებული ხელისუფლების ქმედებების უაღრესად მკაფიო შედეგს.

ამ თვალსაზრისიდან, აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა, რით დასრულდება ეს იერიში – იანუკოვიჩის საქმე საბოლოოდ წასულია. ხვალ თუ არა, ზეგ მისი ერთადერთი საზრუნავი გასაქცევი გზის ძებნა გახდება. ეგ ერთი.

მეორე კი არის ის, რომ ჩვენ ფართოდ გახელილი თვალებით უნდა ვუყუროთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს (ჩვენი პრესის იმედი არ უნდა გვქონდეს) – ჩვენ ძალიან დიდი ალბათობით ზუსტად იგივე მიზეზით რაღაც მაგდაგვარი გველოდება. ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ.

Update: ჩემდა გასაკვირად, უკრაინის მოვლენებს ახლა პირდაპირ ეთერში გადასცემენ Tabula TV, Maestro, Ajara TV და TV3. Rustavi-2 პატარა ფანჯარაში ახდენს პირდაპირ ტრანსლირებას. ეტყობა, შეგრძნება უკრაინის მოვლენების საქართველოსთვის უაღრესი მნიშვნელობის თაობაზე მარტო მე ერ მაქვს.

Update 2: ეს პოსტი ცხელ კვალზე, პირდაპირი ტრანსლაციის ყურებისას დავწერე და, ბუნებრივია, რაღაც ხარვეზები დავუშვი. მთავარი: მე არ მგონია (ნაკლებად სავარაუდოდ მიმაჩნია), რომ ჩვენთან „რაღაც მაგდაგვარი“ ნიშნავს ცეცხლმოკიდებულ რუსთაველს, სროლას და მსხვერპლს.

მაგრამ მე მინდა ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ ჩვენი ხელისუფლების არაადეკვატურობის ხარისხი არაფრით არ ჩამოუვარდება უკრაინისას. მაგალითი? ინებეთ: შეხედეთ, რა ხდება თბილისი მერიის ირგვლივ მაშინ, როცა ადგილობრივ არჩევნებამდე სამიოდე თვეა დარჩენილი. აი, ეს არაადეკვატურობა არის რეალური საფრთხის მატარებელი და ამაზე მინდოდა ყურადღების მიქცევა.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: