„ყველა დაინახავს“-2


ძალიან კი დამაგვიანდა, მაგრამ მგონი აღსანუსხავად მაინც ღირს.

წინა პოსტში ვინატრე, ნეტავ პატარკაციშვილის ოჯახსა და წინა ხელისუფლებას შორის დადებული შეთანხმების კარგი იურისტის ანალიზი მომასმენინა მეთქი. კარგის რა მოგახსენოთ, მაგრამ ახალგაზრდები ხელად გამომეხმაურნენ.

მაშ, რა დაინახეს ახალგაზრდა, მაგრამ მაინც იურისტებმა, ამ ხელშეკრულებაში თავისი რეაგირების ღირსი? მე ნამდვილად არ ვარ კარგი კი არა, უბრალოდ იურისტიც კი, მაგრამ რამდენიმე მომენტი მეც კი გამეჩხირა თვალში.

„მორიგების აქტების გაცნობისა და სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე უნდა ითქვას, რომ შესაძლებელია დოკუმენტი წარმოაჩენდეს იმდროინდელი ხელისუფლების სხვადასხვა თანამდებობის პირთა სავარაუდო დანაშაულებრივ ქმედებებს“ – არა, ეს არ გახლავთ დასკვნა, ასე მათი ანალიზი იწყება. შემდეგ „საია ყურადღებას ამახვილებს რამდენიმე არსებით გარემოებაზე, რაც, ჩვენი აზრით, შესაბამის კომპეტენტურ ორგანოთა შეწავლის საგანი უნდა გახდეს“. კარგია, მკითხველი უკვე სწორად არის „დაქოქილი“.

ამის შემდეგ:

1. საია-ს არ მოსწონს სახელმწიფოს მხრიდან მონაწილეები:  „გასარკვევია, რა გარემოებებით იყო გამოწვეული საარბიტრაჟო დავაში სამართალდამცავი ორაგანოების ასეთი ფართო სპექტრით მონაწილეობის აუცილებლობა“.

საქმე იმაშია, რომ 2007 წლის ნოემბრის მოვლენების კვალდაკვალ ბადრი პატარკაციშვილის წინააღმდეგ აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით. გასაკვირი ის არის, რომ საიამ ამის შესახებ იცის (შემდეგ დოკუმენტში ეს ჩანს), მაგრამ მაინც ვერ გებულობს: „რა გარემოებებით იყო გამოწვეული საარბიტრაჟო დავაში სამართალდამცავი ორაგანოების ასეთი ფართო სპექტრით მონაწილეობის აუცილებლობა“.

2. საია-ს არ მოსწონს, რომ პატარკაციშვილების ოჯახს გადაეცა რუსთავის ქარხანა, რომელიც „შეთანხმების გაფორმების დროისთვის იყო სხვა პირის (და არა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის) საკუთრებაში“.

საქმე იმაშია, რომ ეს „მესამე პირი“ გახლავთ ცნობილი ჯოზეფ კეი, ხოლო პატარკაციშვილების ოჯახის მთავარი გასაჭირი იყო ამ პირის პრეტენზია გარდაცვლილი ბადრი პატარკაციშვილის მემკვიდრეობაზე (ამ საკითხზე მათ შორის მსოფლიო რამდენიმე სასამართლოში, საქართველოს ჩათვლით, დავა მიმდინარეობდა).

მე არ გამიგია, რომ ჯოზეფ კეი რუსთავის ქარხნის „მფლობელი“ რაიმე ტენდერის საფუძველზე გამხდარიყო. თუმცა, გამიგია, რომ ქარხნის მფლობელი ბადრი პატარკაციშვილი იყო. შესაბამისად, ჩემთვის გასაგებია, რატომ გააგდეს ეს კაცი „მის საკუთრებაში მყოფი“ ქარხნიდან და რატომ გადასცეს ის პატარკაციშვილების ოჯახს. კარგი იქნებოდა, რომ ამ ჩემს ვარაუდზე საია-ს კი არა, კარგ იურისტს (ანუ, მსგავსი საქმეების გარჩევის გამოცდილების მქონეს) გაეკეთებინა კომენტარი…

3. საია-ს არ მოსწონს „სასამართლოს საქმიანობაში სავარაუდო ჩარევა“, ანუ ის, რომ დოკუმენტის თანახმად, საქართველოში მიმდინარე  დავები წყდებიან. საქმე ეხება უკვე ხსენებულ დავებს პატარკაციშვილების ოჯახსა და ჯოზეფ კეის შორის. ახლა მე მაინტერესებს, თუკი საქართველოს სახელმწიფომ აღიარა მემკვიდრედ ოჯახი და არა კეი, რა არის ამ დავების საგანი? ამაზეც კარგი იქნებოდა, იმ კარგი იურისტის კომენტარი.

4. ბოლოს, საია-ს არ მოსწონს, რომ ეს დოკუმენტი იყო გასაიდუმლოებული. იცით, არც მე არ მომწონს, მაგრამ გამიგია, რომ ხანდახან მონაწილე მხარეები რაღაც ძალიან საინტერესო დოკუმენტებს ასაიდუმლოებენ. მითუმეტეს, როცა საუბარი კერძო საკუთრებას ეხება, ასეთი რამ ფართოდ თუ არა, საკმაოდ გავრცელებული მაინც არის. ამიტომ, როცა საია იძახის, რომ „დოკუმენტის საიდუმლოდ მიჩნევის კანონიერება თავისთავად აჩენს კითხვებს, რაც ცალკე შესწავლის საგანი უნდა გახდეს“, მე ისევ და ისევ იმ კარგ იურისტზე ვოცნებობ.

მოკლე რეზიუმე – საია-ს „ანალიზი“ არანაირი ანალიზი არ არის. ეს არის ფსევდოდასაბუთებული დასმენა და მეტი არაფერი.

ყველაზე საინტერესო კი არის ის, რაც საერთოდ საია-ს ყურადღების მიღმა დარჩა.

საქმე იმაშია, რომ სასამართლომ ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა აღუდგინა. კაცს ისე გაუხარდა, რომ ეს სასწრაფოდ ბრენდის სახით დაარეგისტრირა – ასო (ასო – არასამთავრობო ორგანიზაცია, ანუ NGO) „მოქალაქე“-ს პრეზენტაციამ ქვეყანა შეძრა.

ეგ კარგი, მაგრამ რის საფუძველზე აღადგინა სასამართლომ მოქალაქეობა? რამდენადაც მესმის, მოქალაქეობის საკითხში სასამართლოს კომპეტენცია შემოიფარგლება უკანონობის გამოსწორებით, ანუ როცა მოქალაქეობა უკანონოდ იქნა ჩამორთმეული, სასამართლო მას აღადგენს.

მაგრამ, „მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული (ანუ, კონსტიტუციური ძალის მქონე) კანონის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის ერთ-ერთი მიზეზი არის სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღება. როცა ივანიშვილმა 2011 წლის ოქტომბერში თავის პოლიტიკურ მანიფესტში განაცხადა, რომ ის უარს იტყვის რუსეთის და საფრანგეთის მოქალაქეობაზე, ამით მან განაცხადა,  რომ საქართველოს მოქალაქეობის მიღების მერე (თავიდან, ანუ საბჭოთა კავშირის დაშლის მერე, მას მხოლოდ რუსეთის ჰქონდა), მან ასევე აიღო საფრანგეთის მოქალაქეობაც. შესაბამისად, ხსენებული ორგანული კანონის თანახმად, მას საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთვა.

შესაბამისად, ძალიან მაინტერესებს, რა მიიჩნია ამ შემთხვევაში სასამართლომ უკანონოდ, და რის საფუძველზე აღადგინა ივანიშვილის მოქალაქეობა?

ცალკე მინდა ავღნიშნო, რომ მსგავსი პროცედურა შეეხო უამრავ ქართველს, რომელიც რუსეთში ცხოვრობს. რუსეთის მოქალაქეობის მიღებისთვის მათ უწევდა უარის თქმა საქართველოს მოქალაქეობაზე. თუმცა, რუსული პასპორტის აღებისთანავე წერდნენ (ვისაც სურვილი ჰქონდა) განცხადებას საქართველოს პრეზიდენტის სახელზე და უპრობლემოდ აღადგენდნენ თავის ჩამორთმეულ მოქალაქეობას.

ეს პროცედურა ივანიშვილს, რატომღაც, იმდენად შეურაცხმყოფელი მიაჩნდა, რომ მან ცოცხალი თავით ასეთი განაცხადი არათუ სააკაშვილის სახელზე არ შეიტანა, არამედ მარგველაშვილის სახელზეც კი ითაკილა. ხოდა, დაუსტვინა დაუძახა მიმართა სასამართლოს.

ცალკე აღსანიშნავია, რომ თავის დროზე საია ამ საკითხს გამოეხმაურა და ჩამოარაკრაკა მთელი ის პროცედურები და მუხლები, რომელიც მოქალაქეობას ეხება. ამიტომ ჩემი ტრადიციული რიტორიკული კითხვა: საია-მ ივანიშვილისთვის სასამართლოს მიერ მოქალაქეობის აღდგენაში არაფერი საეჭვო არ დაინახა?

PS ბოდიშს ვიხდი „მოქალაქეობის შესახებ“ კანონზე ლინკს რომ არ ვდებ: პარლამენტის საიტზე კანონების ბაზა მიმართვაზე შეცდომით პასუხობს… თუმცა, ჯერ კიდევ მისაწვდომია კონსტიტუციის ტექსტი, სადაც შეგიძლიათ იხილოთ მუხლი 12.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: