ისევ და ისევ ღირსების შესახებ


ამ შაბათ-კვირას დედამიწამ (ყოველ შემთხვევაში, მისმა პოსტ-საბჭოთა ნაწილმა) აშკარად რაღაც კოსმოსური ანომალია გადაკვეთა. პუტინმა ხოდორკოვსკი გამოუშვა, რომელსაც ციხეში  10 წელს აყურყუტა ჯერ იმაზე, რომ გადასახადები დამალა (და ეს რა თქმა უნდა, დამტკიცდა) და მერე იმაზე, რომ მთელი მოპოვებული ნავთობი მოიპარა (და თქვენ წარმოიდგინეთ, ესეც დამტკიცდა. მერე რა, რომ წინააღმდეგობაშია პირველ დამტკიცებულ ბრალდებასთან).

ჩვენც არ ჩამოვრჩით (მასშტაბის გათვალიწინებით) და ვანო მერაბიშვილის განცხადების ირგვლივ (მთავარი პროკურორის მიერ მისი „დაკაჩავების“ თაობაზე) ნამდვილი ცირკი დატრიალდა. ჯერ იყო და პროკურატურამ ფეხები გაფარჩხა – „ამ სისულელეზე“ გამოძიებას არ დავიწყებო. მერე ციხეში ვიდეოთვალთვალის ფირის არსებობა-არარსებობას არკვევდა ბ-ნი სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრი. ბოლოს ომბუდსმენმა დაგლიჯა – ჯერ მისმა ოფისმა რიხიანად დააანონსა, რომ 23 დეკემბერს ბ-ნი უჩა ნანუაშვილი ხსენებულ ფირებს ოფიციალურად გამოითხოვდა, თუმცა, მერე მხოლოდ იმის ამოკნავლება მოახერხა, რომ „იმედი აქვს, რომ …“.

ეს არ გვეყო (ხომ ვამბობ, მასშტაბი ხელს გვიშლის, მეთქი, ამიტომ ოდენობით ვუმკლავდებით!) და კვირა ღამეს (!) სასამართლომ მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა გიგი უგულავას უფლებამოსილების შეჩერებაზე დააკმაყოფილა. მერე რა, რომ თბილისის მერი საჯარო მოხელე არ გახლავთ (პირდაპირი არჩევნებით ირჩევა, შეგახსენებთ).

23 დეკემბერს კი ორთაჭალის ტურფას კომიტეტმა მხარი დაუჭირა შინაგან საქმეთა სამინისტროს თხოვნას, მოწმის დაკითხვის ახალი წესის 2 წლით გადადებაზე (ეს წესი ითვალისწინებს მოწმის ჯერ სასამართლოში და არა პროკურატურაში დაკითხვას).

არასამთავრობო ბიჭები და გოგოები ძლიერ შეშფოთდნენ. ეტყობა, „მიუკერძოებლებმა-და-პრინციპულებმაც“ © კი იგრძნეს, რა ქაქშიც აღმოვჩნდით მათ შორის მათი დაუძინებელი რუდუნების წყალობით. გააპროტესტეს ის, გააპროტესტეს ეს. ეს-ეს იყო, მინდოდა დამეწერა, ყოჩაღ, თქო და უცებ (ანუ, როგორც ყოველთვის)…

გიგი უგულავამ განაცხადა, რომ ბ-ნი მთავარი პროკურორი გერმანიაში 2001 წელს ნასამართლევი გახლავთ ყაჩაღობაზე და მას 2016 წლამდე აკრძალული აქვს გარკვეული თანამდებობების დაკავება. რა თქმა უნდა, ეს გადასამოწმებელია – ამისთვის გერმანიაში უნდა გაიგზავნოს შესაბამისი შეკითხვა და უგულავამ ეს მოითხოვა ქ-ნი უამრავ-დიპლომიანი მინისტრისგან.

მაგრამ საქმე იმაშია, რომ ახალგაზრდა იურისტების თავმჯდომარეს ენაზე არავინ ექაჩებოდა, როცა მან განაცხადა, რომ პროკურორის ნასამართლობაზე უკვე ორი კვირაა საქმეს კურსშია. ამაზე ხმას არ ვიღებდიო, ვინაიდან გადასამოწმებელია, თავს იმართლებს „მიუკერძოებელი-და-პრინციპული“ © კოჟორიძე, თუმცა არ ამბობს, რატომ არ სცადა ამის გაკეთება იმ 2 კვირის განმავლობაში. რა თქმა უნდა, „მოუწოდა მთავრობას, რომ…“ ბლა-ბლა-ბლა…

მოკლედ, ეს უფლებადამცველი ბომონდი გამოსწორებას არ ექვემდებარება. მაქსიმუმ, რისი შესრულება შეუძლიათ, არის კლიზმის ფუნქცია (ანუ, ქართველი მეოცნებეების მიერ არჩეულ ხელისუფლებას ზედმეტზე მეტი რომ მოუვა, ესენი გამოვლენ, რამეს ამოიკნავლებენ და საზოგადოებაც განიმუხტება). ვაი თქვენს პატრონს, ფისუნიებო.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: