საია, მიუკერძოებლობის გვირგვინი და მერაბიშვილის კეისი


მერაბიშვილის განცხადებამ ქვეყანა შეძრა. არ დავიწყებ ახლა იმის ანალიზს, თუ რატომ მოხდა ეს. აღვნიშნავ მხოლოდ, რომ მისი შინაარსიდან გამომდინარე, ყველა უფლებადამცველი ორგანიზაცია დადგა რეაგირების აუცილებლობის წინაშე (საღოლ, ვანო!).

ხოდა, დაიწყო რეაგირებების ნიაღვარი. ჩვენ, როგორც ყოველთვის, ასეთი მსხვილფეხა ადვოკატების შეფასებები ნაკლებად გვაინტერესებს და ვაკვირდებით იმათ რეაქციას, ვისაც მორგებული აქვთ მიუკერძოებელი და პრინციპული ორგანიზაციის გვირგვინი. მაშ, რას გვაუწყებს საია-ს მიერ გაშანშალებული განცხადება? რომ

მოცემულ შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობა ცალსახად ადგენს გამოძიების დაწყების ვალდებულებას.

თანაც

ამასთან, ამ ვალდებულების განხორციელების აუცილებელი პირობა არ არის ივანე მერაბიშვილის ან ვინმე სხვა პირის მიერ ოფიციალური განცხადების საგამოძიებო ორგანოში წარდგენა. ანუ, როგორც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 101-ე მუხლშია მითითებული, მსგავსი ინფორმაციის მხოლოდ მასმედიით გავრცელებაც წარმოშობს გამოძიების დაწყების ვალდებულებას“.

ძალიან კარგი.

შემდეგ საია აანალიზებს, თუ რომელმა უწყებამ უნდა გამოიძიოს ეს საქმე და ღრმა სინანულით აღნიშნავს, რომ

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 7 ივლისის №34 ბრძანების მე-2 პუნქტის თანახმად, პროკურატურის გამომძიებლის საგამოძიებო ქვემდებარეობას განეკუთვნება საქმეები, პროკურატურის მუშაკის მიერ ჩადენილ დანაშაულთა თაობაზე.

ვაიმე, ესე იგი ქ-ნმა დიპლომიანმა მინისტრმა ჯერ კიდევ ზაფხულში განჭვრიტა მომავალი და მის დაქვემდებარებაში მყოფთა რაღაც-რაღაცეების გამოძიება ისევ ამ რაღაც-რაღაცეების ჩამდენებს დაავალა? მერე და თქვენ რა ქენით მაშინ, ზაფხულში? ამ კითხვაზე პასუხი მე საია-ს საიტზე ვერ ვიპოვნე.

მხოლოდ ახლა საია გვეუბნება, რომ

საიას შეფასებით აღნიშნული ჩანაწერი წარმოადგენს პრობლემას, რაც კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩინა განსახილველმა შემთხვევამ. ეს დანაწესი პირდაპირ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტს, რომლის მიხედვითაც ერთი უწყების მიერ ჩადენილი დანაშაული უნდა გამოიძიოს სხვა უწყებამ, რათა გამოირიცხოს ინტერესთა კონფლიქტი და გამოძიების ობიექტურობასა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით თავიდანვე არ დაისვას კითხვის ნიშნები.

უი, რას მელაპარაკებით? მართლა? მერე და ზაფხულში ეს ასე არ იყო? რამ გაგაჩუმათ?

ამის პასუხად, როგორც ჭეშმარიტად მიუკერძოებელ და პრინციპულ ორგანიზაციას შეეფერება, რეკომენდაცია მოჰყვება:

აღნიშნულის გათვალისწინებით, აუცილებლად მიგვაჩნია, საქართველოს კანონმდებლობაში სათანადო ცვლილებების შეტანა, რაც უწყებრივი ქვემდებარეობის მარეგულირებელ ნორმებს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანს.

კი მაგრამ, კონკრეტულად ვანოს საქმეზე რა უნდა მოხდეს? სანამ მუშტი-კრივით და „ბლატაობით“ დაკავებული პარლამენტი მოიცლის ამ შესწორებებისთვის?

ეტყობა, ეს უბადრუკობა იმდენად თვალშისაცემი აღმოჩნდა თვით მიუკერძოებელთა გვირგვინოსანთათვის, რომ თავისი განცხადება დაასრულეს გაკვირვებით, თუ რატომ დააჯარიმა მოსამართლემ მერაბიშვილის ადვოკატები მათ მიერ მის დაცვაზე უარის თქმის შემდეგ. ნუ, როგორც რუსები იტყვიან „с паршивой овцы хоть шерсти клок“, ანუ ჩვენებურად – მაგაზეც დიდი მადლობა.

მოკლედ, არაფერი ახალი. სანაძლეოს ჩამოვალ, რომ ამის შემდეგაც საია იქნება პრინციპულობის და მიუკერძოებლობის გვირგვინოსანი ორგანიზაცია. საინტერესო მხოლოდ ის არის, რატომ გვიკვირს ამის ფონზე ნანაკაკაბაძეების და გელანიკოლაიშვილების მომრავლება?

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: