Archive | დეკემბერი 2013

ტრი მუშკეტიორა, ანუ ახალი ქართული სამება

trio

სლევა ნაპრავო: დაუნი პოლიციელი, ყაჩაღი პროკურორი და გაუგებარი არსება. მესტო დეისტვია – პატრიარქის აღსაყდრებიდან 36 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ტრაპეზა.

ტელეტურები

ტურა მაგარი საზიზღარი ცხოველია. ჯერ ერთი, მგლის პაროდიაა, თავისი მძორის მენიუთი და უბადრუკი ქცევით. მეორე კი, საზიზღრად ჩხავის. მოკლედ, ტურაა, რა.

წუხელ პროკურატურამ შემდეგი შინაარსის ტექსტი გაავრცელა (გთავაზობთ უცვლელად):

ინფორმაცია მედიისთვის

25.12. 2013 წ.

პ რ ე ს რ ე ლ ი ზ ი

მთავარი პროკურატურის განცხადება ტელეკომპანია „TV 3-ის“ საგანგებო განცხადებასთან დაკავშირებით

დღეს, ტელეკომპანია „TV 3“-ის ეთერით გავრცელდა საგანგებო განცხადება, ხსენებული ტელევიზიის მიმართ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების, მათ შორის გიორგი უგულავას მიერ  ბოლო თვეების განმავლობაში განხორციელებული ზეწოლისა და მუქარის ფაქტებთან დაკავშირებით, რაზეც ტელეკომპანია „TV 3“-მმა   საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან აღნიშნული ფაქტის სამართლებრივი შეფასების და რეაგირების   მიზნით  ითხოვა  დახმარება. აქვე, ტელეკომპანიამ გამოთქვა მზადყოფნა დაინტერესებულ მხარეს მიაწოდოს აღნიშნულის დამადასტურებელი  ფაქტები და მტკიცებულებები.

საქართველოს მთავარი პროკურატურა  გამოთქვამს მზადყოფნას შეისწავლოს განცხადებაში მოყვანილი ჟურნალისტური საქმიანობისათვის ხელის შეშლის ფაქტები და  ჩაატაროს სრულყოფილი გამოძიება საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად.

აქვე, ხაზი გვინდა გავუსვათ, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ მკაცრად იქნება აღკვეთილი თავისუფალ მედიასაშუალებებზე ზეწოლისა და მუქარის განხორციელების ნებისმიერი ფაქტი.

დამატებითი ინფორმაცია: ეს ის „TV 3“-ია, რომელიც დაარსებისას იჭაჭებოდა, „ქართული ბლუმბერგი“ უნდა გავხდეთო. ბლუმბერგის ადგილას მე მათ მორალური ზიანის ანაზღაურებას მოვთხოვდი ასეთი შედარებისთვის.

ისევ და ისევ ღირსების შესახებ

ამ შაბათ-კვირას დედამიწამ (ყოველ შემთხვევაში, მისმა პოსტ-საბჭოთა ნაწილმა) აშკარად რაღაც კოსმოსური ანომალია გადაკვეთა. პუტინმა ხოდორკოვსკი გამოუშვა, რომელსაც ციხეში  10 წელს აყურყუტა ჯერ იმაზე, რომ გადასახადები დამალა (და ეს რა თქმა უნდა, დამტკიცდა) და მერე იმაზე, რომ მთელი მოპოვებული ნავთობი მოიპარა (და თქვენ წარმოიდგინეთ, ესეც დამტკიცდა. მერე რა, რომ წინააღმდეგობაშია პირველ დამტკიცებულ ბრალდებასთან).

ჩვენც არ ჩამოვრჩით (მასშტაბის გათვალიწინებით) და ვანო მერაბიშვილის განცხადების ირგვლივ (მთავარი პროკურორის მიერ მისი „დაკაჩავების“ თაობაზე) ნამდვილი ცირკი დატრიალდა. ჯერ იყო და პროკურატურამ ფეხები გაფარჩხა – „ამ სისულელეზე“ გამოძიებას არ დავიწყებო. მერე ციხეში ვიდეოთვალთვალის ფირის არსებობა-არარსებობას არკვევდა ბ-ნი სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრი. ბოლოს ომბუდსმენმა დაგლიჯა – ჯერ მისმა ოფისმა რიხიანად დააანონსა, რომ 23 დეკემბერს ბ-ნი უჩა ნანუაშვილი ხსენებულ ფირებს ოფიციალურად გამოითხოვდა, თუმცა, მერე მხოლოდ იმის ამოკნავლება მოახერხა, რომ „იმედი აქვს, რომ …“.

ეს არ გვეყო (ხომ ვამბობ, მასშტაბი ხელს გვიშლის, მეთქი, ამიტომ ოდენობით ვუმკლავდებით!) და კვირა ღამეს (!) სასამართლომ მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა გიგი უგულავას უფლებამოსილების შეჩერებაზე დააკმაყოფილა. მერე რა, რომ თბილისის მერი საჯარო მოხელე არ გახლავთ (პირდაპირი არჩევნებით ირჩევა, შეგახსენებთ).

23 დეკემბერს კი ორთაჭალის ტურფას კომიტეტმა მხარი დაუჭირა შინაგან საქმეთა სამინისტროს თხოვნას, მოწმის დაკითხვის ახალი წესის 2 წლით გადადებაზე (ეს წესი ითვალისწინებს მოწმის ჯერ სასამართლოში და არა პროკურატურაში დაკითხვას).

არასამთავრობო ბიჭები და გოგოები ძლიერ შეშფოთდნენ. ეტყობა, „მიუკერძოებლებმა-და-პრინციპულებმაც“ © კი იგრძნეს, რა ქაქშიც აღმოვჩნდით მათ შორის მათი დაუძინებელი რუდუნების წყალობით. გააპროტესტეს ის, გააპროტესტეს ეს. ეს-ეს იყო, მინდოდა დამეწერა, ყოჩაღ, თქო და უცებ (ანუ, როგორც ყოველთვის)…

გიგი უგულავამ განაცხადა, რომ ბ-ნი მთავარი პროკურორი გერმანიაში 2001 წელს ნასამართლევი გახლავთ ყაჩაღობაზე და მას 2016 წლამდე აკრძალული აქვს გარკვეული თანამდებობების დაკავება. რა თქმა უნდა, ეს გადასამოწმებელია – ამისთვის გერმანიაში უნდა გაიგზავნოს შესაბამისი შეკითხვა და უგულავამ ეს მოითხოვა ქ-ნი უამრავ-დიპლომიანი მინისტრისგან.

მაგრამ საქმე იმაშია, რომ ახალგაზრდა იურისტების თავმჯდომარეს ენაზე არავინ ექაჩებოდა, როცა მან განაცხადა, რომ პროკურორის ნასამართლობაზე უკვე ორი კვირაა საქმეს კურსშია. ამაზე ხმას არ ვიღებდიო, ვინაიდან გადასამოწმებელია, თავს იმართლებს „მიუკერძოებელი-და-პრინციპული“ © კოჟორიძე, თუმცა არ ამბობს, რატომ არ სცადა ამის გაკეთება იმ 2 კვირის განმავლობაში. რა თქმა უნდა, „მოუწოდა მთავრობას, რომ…“ ბლა-ბლა-ბლა…

მოკლედ, ეს უფლებადამცველი ბომონდი გამოსწორებას არ ექვემდებარება. მაქსიმუმ, რისი შესრულება შეუძლიათ, არის კლიზმის ფუნქცია (ანუ, ქართველი მეოცნებეების მიერ არჩეულ ხელისუფლებას ზედმეტზე მეტი რომ მოუვა, ესენი გამოვლენ, რამეს ამოიკნავლებენ და საზოგადოებაც განიმუხტება). ვაი თქვენს პატრონს, ფისუნიებო.

საია, მიუკერძოებლობის გვირგვინი და მერაბიშვილის კეისი

მერაბიშვილის განცხადებამ ქვეყანა შეძრა. არ დავიწყებ ახლა იმის ანალიზს, თუ რატომ მოხდა ეს. აღვნიშნავ მხოლოდ, რომ მისი შინაარსიდან გამომდინარე, ყველა უფლებადამცველი ორგანიზაცია დადგა რეაგირების აუცილებლობის წინაშე (საღოლ, ვანო!).

ხოდა, დაიწყო რეაგირებების ნიაღვარი. ჩვენ, როგორც ყოველთვის, ასეთი მსხვილფეხა ადვოკატების შეფასებები ნაკლებად გვაინტერესებს და ვაკვირდებით იმათ რეაქციას, ვისაც მორგებული აქვთ მიუკერძოებელი და პრინციპული ორგანიზაციის გვირგვინი. მაშ, რას გვაუწყებს საია-ს მიერ გაშანშალებული განცხადება? რომ

მოცემულ შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობა ცალსახად ადგენს გამოძიების დაწყების ვალდებულებას.

თანაც

ამასთან, ამ ვალდებულების განხორციელების აუცილებელი პირობა არ არის ივანე მერაბიშვილის ან ვინმე სხვა პირის მიერ ოფიციალური განცხადების საგამოძიებო ორგანოში წარდგენა. ანუ, როგორც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 101-ე მუხლშია მითითებული, მსგავსი ინფორმაციის მხოლოდ მასმედიით გავრცელებაც წარმოშობს გამოძიების დაწყების ვალდებულებას“.

ძალიან კარგი.

შემდეგ საია აანალიზებს, თუ რომელმა უწყებამ უნდა გამოიძიოს ეს საქმე და ღრმა სინანულით აღნიშნავს, რომ

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 7 ივლისის №34 ბრძანების მე-2 პუნქტის თანახმად, პროკურატურის გამომძიებლის საგამოძიებო ქვემდებარეობას განეკუთვნება საქმეები, პროკურატურის მუშაკის მიერ ჩადენილ დანაშაულთა თაობაზე.

ვაიმე, ესე იგი ქ-ნმა დიპლომიანმა მინისტრმა ჯერ კიდევ ზაფხულში განჭვრიტა მომავალი და მის დაქვემდებარებაში მყოფთა რაღაც-რაღაცეების გამოძიება ისევ ამ რაღაც-რაღაცეების ჩამდენებს დაავალა? მერე და თქვენ რა ქენით მაშინ, ზაფხულში? ამ კითხვაზე პასუხი მე საია-ს საიტზე ვერ ვიპოვნე.

მხოლოდ ახლა საია გვეუბნება, რომ

საიას შეფასებით აღნიშნული ჩანაწერი წარმოადგენს პრობლემას, რაც კიდევ ერთხელ ნათლად წარმოაჩინა განსახილველმა შემთხვევამ. ეს დანაწესი პირდაპირ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტს, რომლის მიხედვითაც ერთი უწყების მიერ ჩადენილი დანაშაული უნდა გამოიძიოს სხვა უწყებამ, რათა გამოირიცხოს ინტერესთა კონფლიქტი და გამოძიების ობიექტურობასა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით თავიდანვე არ დაისვას კითხვის ნიშნები.

უი, რას მელაპარაკებით? მართლა? მერე და ზაფხულში ეს ასე არ იყო? რამ გაგაჩუმათ?

ამის პასუხად, როგორც ჭეშმარიტად მიუკერძოებელ და პრინციპულ ორგანიზაციას შეეფერება, რეკომენდაცია მოჰყვება:

აღნიშნულის გათვალისწინებით, აუცილებლად მიგვაჩნია, საქართველოს კანონმდებლობაში სათანადო ცვლილებების შეტანა, რაც უწყებრივი ქვემდებარეობის მარეგულირებელ ნორმებს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანს.

კი მაგრამ, კონკრეტულად ვანოს საქმეზე რა უნდა მოხდეს? სანამ მუშტი-კრივით და „ბლატაობით“ დაკავებული პარლამენტი მოიცლის ამ შესწორებებისთვის?

ეტყობა, ეს უბადრუკობა იმდენად თვალშისაცემი აღმოჩნდა თვით მიუკერძოებელთა გვირგვინოსანთათვის, რომ თავისი განცხადება დაასრულეს გაკვირვებით, თუ რატომ დააჯარიმა მოსამართლემ მერაბიშვილის ადვოკატები მათ მიერ მის დაცვაზე უარის თქმის შემდეგ. ნუ, როგორც რუსები იტყვიან „с паршивой овцы хоть шерсти клок“, ანუ ჩვენებურად – მაგაზეც დიდი მადლობა.

მოკლედ, არაფერი ახალი. სანაძლეოს ჩამოვალ, რომ ამის შემდეგაც საია იქნება პრინციპულობის და მიუკერძოებლობის გვირგვინოსანი ორგანიზაცია. საინტერესო მხოლოდ ის არის, რატომ გვიკვირს ამის ფონზე ნანაკაკაბაძეების და გელანიკოლაიშვილების მომრავლება?

Simply Marvelous 2

ტაში! ბანკეტი გრძელდება:

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა 11 დეკემბერს ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა 1 მობილური ტელეფონის შესაძენად. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი საშუალოდ 2 050 ლარი იქნება.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მოთხოვნის შესაბამისად, ახალ სმარტფონს შიდა მეხსიერება უნდა ჰქონდეს არანაკლებ 32 GB.

2 ახალ iPhone 16GB-ს 2 988 ლარად ყიდულობს იუსტიციის სამინისტრო. ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია უკვე გამოვლენილია. აღნიშნული კომპანია სატენდერო კომისიამ ხელშეკრულების გასაფორმებლად 9 დეკემბერს მიიწვია.

2 ახალი iPhone 5 32GB შინაგან საქმეთა სამინისტრომ ასევე ელექტრონული ტენდერის საშუალებით 3 დეკემბერს 3600 ლარად შეიძინა.

იმავე დღეს ახალი Samsung SIII 800 ლარად იყიდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ.

11 დეკემბერს დასრულდა წინადადებების მიღება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში. სამინისტროს 5 ტელეფონის ყიდვა სურს. ერთადერთი შეთავაზება – 2 206 ლარი უკვე დააფიქსირა ერთ-ერთმა კომპანიამ. გამარჯვებულად გამოცხადების შემთხვევაში, ახალ ტელეფონებს სწორედ ის იყიდის (აშკარად უნდა იყოს „მიაწვდის“ – birdabiri).

სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემიდან მოპოვებული ინფორმაციით ირკვევა, რომ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, 2012 წლის ოქტომბრის ბოლოდან 2013-ის ნოემბრის ჩათვლით, ახალი მობილურების შესაძენად ბიუჯეტიდან სულ 264 000 ლარი დახარჯა.

ქართველი ჩინოვნიკები თავიანთ არჩევანს ძირითადად Apple-ისა და Samsung-ის უახლეს სმარტფონებზე აკეთებენ. განსაკუთრებით პოპულარულია iPhone 5 და Samsung Galaxy S III, Note 2 და Note 3.

ჰე, ამაიღეთ ხმა, „სისხლიანი ნაციონალების“ ელიტარულ კორუფციასთან შეუპოვარნო მებრძოლნენო!

რა სიჩუმეა…

Update: 15 დეკემბერი

რაღაც მოხდა სასჯელახსრულების სამინისტროში – 1 მობილურის შესაძენად გამოცხადებული 2050-ლარიანი ტენდერი შეწყვეტილია. ჩემი ვარაუდი – მოროშკინამ Vertu-ს არსებობა გაიგო და გოიმურ iPhone-ზე უარი თქვა. მოროშკინამ მეთქი, ვინაიდან სუბარმა iPhone-ც არ იცის.