Archive | ნოემბერი 2013

Simply Marvelous!

ამას წინათ ზურაბ ჯაფარიძე მთავრობის პროგრამაზე კომენტირებისას ამბობდა, რომ არ ესმის, რას გულისხმობს დაპირება, თითქოსდა ბიუჯეტის გარღვევა საშემოსავლო ნაწილში არ გამოიწვევს გარღვევას ხარჯვით ნაწილში.

აჰა, ბატონო ზურაბ, აგერ ახსნაც მოცუნცულდა:

iPhone 5-ებისა და სხვა უახლესი სმარტფონებისთვის ბიუჯეტიდან დახარჯული 264 000

დახვეწილი, მიმზიდველი და მოდური, 32GB შიდა მეხსიერების მქონე iPhone 5S, რომელიც კომპანია Apple-მა სულ რამდენიმე კვირის წინ გამოუშვა, ბაზარზე გამოსვლიდან მალევე აღმოჩნდა ერთ-ერთი ქართველი ჩინოვნიკის ჯიბეში. ამისთვის კი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 900 ლარი დაიხარჯა.

საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტომ უახლესი iPhone 5S-ის ყიდვა 2013 წლის ოქტომბერში გადაწყვიტა და შესაბამისი ელექტრონული ტენდერიც გამოაცხადა. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან სააგენტომ ხელშეკრულება 1 ნოემბერს გააფორმა.

სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემიდან მოპოვებული ინფორმაციით ირკვევა, რომ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, 2012 წლის ოქტომბრის ბოლოდან 2013-ის ნოემბრის ჩათვლით, ახალი მობილურების შესაძენად ბიუჯეტიდან სულ 264 000 ლარი დაიხარჯა.

ქართველი ჩინოვნიკები თავიანთ არჩევანს ძირითადად Apple-სა და Samsung-ის უახლეს სმარტფონებზე აკეთებენ. განსაკუთრებით პოპულარულია iPhone 5 და Samsung Galaxy S III, Note 2 და Note 3.

ბოლო 12 თვის განმავლობაში ახალ მობილურ ტელეფონებში ყველაზე მეტი ფული ბიუჯეტიდან შინაგან საქმეთა სამინისტრომ და მასზე დაქვემდებარებულმა უწყებებმა დახარჯეს, სულ 75 500 ლარამდე. მაგალითად, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს რამდენიმე თვის წინ ერთად აქვს ნაყიდი 8 ცალი iPhone 4s 16GB, თითოეულის ღირებულება 1 129 ლარია. იგივე დეპარტამენტს იგივე მოდელის 3 სმარტფონი 2012 წლის დეკემბერში ნაყიდი აქვს 3 570 ლარად. 2 ეგზემპლარი iPhone 4s 16Gb შსს-შიდა ქართლის სამხარეო მთავარმა სამმართველომ 2 610 ლარად იყიდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო და სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტებისთვის ასევე ნაყიდი აქვს რამდენიმე ასეული Nokia-ს მოდელის ტელეფონები, თითოეულის ღირებულება კი 30-40 ლარია.

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა ერთ-ერთ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში წინადადებების მიღება 19 ნოემბერს დაიწყო. უწყებას 2 ტელეფონს ყიდვა აქვს განზრახული, რომლებშიც ჯამში 3600 ლარს გადაიხდის. ტენდერი ჯერ არ დასრულებულა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს შემდეგ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ახალი ტელეფონების საყიდლად ყველაზე მეტი ფული თბილისის მერიამ დახარჯა, სულ – 37 754 ლარი. თბილისის მერიას ბიუჯეტის ფულით ყველაზე მეტი, 17 iPhone 5 და iPhone 4s აქვს ნაყიდი.

თბილისის მერიამ ბოლო მოდელის სამი iPhone 5 32GB მიმდინარე წლის ოქტომბერში იყიდა. თითოეულის ღირებულება 1 470 ლარია.

იგივე მოდელის ტელეფონები მერიამ 2013 წლის იანვარში, მაშინაც იყიდა, როცა ბაზარზე ახალი გამოსული იყო.

ახალი iPhone-ების სიყვარულში თბილისის მერიას არც საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ჩამოუვარდება. უწყებამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ 11 ტელეფონი იყიდა, თუმცა, მათ შესაძენად 13 874 ლარი დახარჯა.

ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლები უპირატესობას, ძირითადად, iPhone 5-სა და Samsung Galaxy S III-ს ანიჭებენ. სამინისტროს ყველაზე დიდი თანხა – 1770 ლარი iPhone 5 64GB-ის საყიდლად აქვს გადახდილი.

ბოლო ერთ წელიწადში მუნიციპალური განვითარების ფონდმა 31 ტელეფონის საყიდლად 25 800 ლარი გაიღო. აქედან 24 000 ლარი 30 ეგზემპლარი Samsung S7710 Galaxy Xoover 2-ის შესაძენადაა დახარჯული, 1 800 ლარი კი iPhone 5 32GB-სთვის.

იუსტიციის სამინისტროს 12 თვეში 54 ტელეფონის შესაძენად 12 453 ლარი აქვს დახარჯული. ნაყიდ ტელეფონებს შორის არის რამდენიმე, 1 200 ლარამდე ღირებულების Blackberry-ის სმარტფონი და Nokia-ს ასეულობით, დაბალფფასიანი ტელეფონი.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 17 ტელეფონი 9 861 ლარად აქვს ნაყიდი. მათ შორის, რამდენიმე iPhone 4s 16Gb.

7 ტელეფონის საყიდლად 6 000 ლარი აქვს დახარჯული ეკენომიკის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს 8 ტელეფონისთვის კი – 5660 ლარი.
ახალი ტელეფონებისთვის შედარებით მცირე თანხა – 2855 ლარი აქვს გაღებული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას.

ერთი ეგზემპლარი iPhone 5 64Gb საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებულმა სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტმა 1920 ლარად იყიდა. იგივე დეპარტამენტმა ასევე იყიდა უახლესი Samsung Galaxy Note 3, რაშიც 1620 ლარი გადაიხადა.

ახალი ტელეფონებისთვის 18 688 ლარი აქვს დახარჯული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს. უწყებას ძირითადად Samsung-ის, HTC-სა და Apple-ს ტელეფონები აქვს ნაყიდი.

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას ახალი ტელეფონებისთვის ბოლო 12 თვეში ბიუჯეტიდან 4 344 ლარი აქვს დახარჯული, ცესკო-ს – 1885 ლარი, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს – 14 240 ლარი, აბაშის მუნიციპალიტეტს – 5 200 ლარი, თელავს – 1 000, ფოთს კი – 7 549 ლარი, მათ შორის 1 399 ახალი iPhone 5 16GB-სთვის არის გაღებული.

ჩემი მხრიდან, მინდა მივაქციო მკითხველის ყურადღება იმაზე, რომ მთელი ეს საოცრება საჯარო გახდა ქვეყანაში სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემის არსებობის გამო, სადაც ყველას შეუძლია ნახოს, თუ რაზე იხარჯება სახელმწიფო სახსრები. ეს სისტემა კი რატომღაც შექმნა იმ ნაციონალების მთავრობამ, რომელიც, როგორც „ყველამ იცის“ ©, ელიტარულ კორუფციაში იყო ჩამხრჩვალი.

ცოტა ლირიკულ-ემოციურად…

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი, რომელიც ვერ/არ პასუხობს კითხვაზე „თუ მიგიღიათ, შეგისრულებიათ ან გაგიციათ რაიმე უკანონო ბრძანება თქვენი თანმდებობაზე ყოფნის დროს?“, ეს უკვე მართლაც რომ კაფკას სიუჟეტია. და ეს არსება ამ პოსტზე მტკიცდება „სასიქადულო ინცილიგენციის“ © ტაშის გრიალით.

ფინანსთა მინისტრი, რომელიც კარტოფილით არხეინად ხსნის მაკროეკონომიკურ მცნებებს და საბიუჯეტო პროფიციტის წარმომავლობის (და არა მარტო) გაგებაში არ არის

ეკონომიკის მინისტრი, რომელიც ეკონომიკურ ვარდნას ისე მორჩილად უყურებს, როგორც წელიწადის სეზონურობას, მაგრამ ისტორიული ძეგლების მნიშვნელობაზე თავდაჯერებით ბლუყუნებს…

იუსტიციის მინისტრი, რომელსაც ქვეყნის მთავარ საიდუმლოდ მისი ფრანგული დიპლომები წარმოუდგენია, ხოლო „მისთვის უცნობ“ კრიმინალ ავტორიტეტებთან მეგობრული ფოტოების გადაღება პრობლემას არ წარმოადგენს…

თავდაცვის მინისტრი, რომელსაც ვერ ათქმევინეს, თუ რცხვენია საკუთარი მონაწილეობა გაერთიანებული შტაბის უფროსის დაპატიმრებაში, მაგრამ რომელიც ტერორიზმის საქმის გასახსნელად მზად არის დაზვერვა და ალბათ არტილერიაც კი გამოიყენოს…

პრემიერობაზე გაქაჩული შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც ამ ტერორიზმის საქმის გახსნის (?) მერე ერთი თვის (!) განმავლობაში პირში წყალჩაგუბებული იჯდა „გამოძიების ინტერესებიდან“ გამომდინარე (?!) და რომელმაც ქართული ნათესაურ-მოყვრულ კავშირების სისტემაში ცოლის ნათესავების ნამდვილი ადგილის ეპოქალური აღმოჩენა გააკეთა…

და შენც, სააკაშვილის „ყველასთვის ცნობილი“ © აღვირახსნილობით შეურაცხყოფილო „ასავალ-დასავალის“ უკვდავი ფასეულობებით გულანთებულო ამომრჩეველო, რომელიც აუღელვებლად ირჩევ სიძვის ცოდვაში ღიად და დაუმალავად მყოფ პრეზიდენტს (პრეზიდენტს კი?)…

თუ ვერ გაიგეთ, რას ვგულისხმობ – კიდევ ერთხელ, გარკვევით: თქვენი დედა მოვტყან, თქვე უბადრუკებო!