მეწაღე მცხობლები


დიდება შენდა, უფალო! როგორც იქნა, მეღირსა – TI Georgia-მ განცხადება გააკეთა, რომელსაც ცალსახად მივესალმები.

არ დავიწყებ ახლა ამ ცვლილებების შინაარსსა და მოსალოდნელი შედეგის გარჩევას. თან საქმის დეტალებს ზედმიწევნით არც ვიცნობ (მაგალითად, საკონსტიტუციო სასამართლომ რა დადგენილება მიიღო ამასთან დაკავშირებით). ჩემთვის ეს კანონი უბრალოდ კლასიკური „ქოცური“ აზროვნების ნიმუშია – ავკრძალავ რაღაცას და პრობლემაც მოგვარებულია.

მაგრამ, აი რა მაკვირვებს. რატომ არის, რომ ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც, TI Georgia-ს თქმით, ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილებას, ეს ანტი-კორუფციული ორგანიზაცია რეაგირებს, ხოლო თუნდაც ახალგაზრდა, მაგრამ მაინც იურისტების (!) ასოციაცია – დუმს? პარლამენტმა ეს კანონი ხომ 28 ივნისს მიიღო, ანუ პოზიციის ჩამოსაყალიბებლად დრო საკმაოზე მეტი იყო, მაგრამ…

რო გადახედო, რა საკითხებზე მოახდინა ასოციაციამ რეაგირება ამ ხნის განმავლობაში, ნამდვილად დარწმუნდები ადამიანი, რომ მათი პრინციპული რეაგირების გარეშე უსამართლოდ ბუზიც კი ვერ გაფრინდება. მაინცდამაინც ეს მიწის საკითხი, ან უფრო ზუსტად – საკუთრების საკითხი, არ არის მნიშვნელოვანი, ბატონებო ახალგაზრდა, მაგრამ მაინც იურისტებო?

შესაძლო მიზეზს მხოლოდ ორს ვხედავ – ან მართლა არ ესმით მნიშვნელობა ამ საკითხის, ან „თავის ნიშაში მუშაობენ ბიჭები“.

პირველი ნიშნავს არა მარტო იმას, რომ მათი ზოგადი განათლების დონე საშუალო სკოლის დამწყები კლასების დონეზეა დარჩენილი, არამედ იმას, რომ ისინი არანაირი იურისტები არ არიან. სხვანაირად, როგორ შეიძლება კონსტიტუციის დარღვევის მნიშვნელობა არ ესმოდეთ?

მეორე შესაძლო მიზეზი, ანუ თავიანთი აქტივობის შეზღუდვა რაღაც საკითხებით, ერთის მხრივ, ასოციაციის რეაგირების მიზეზების ჩამონათვალში არ იკვეთება. ხოლო, მეორეს მხრივ, ეს იგივე არაპროფესიონალურობაზე მეტყველებს – იურისტებს კონსტიტუციის დარღვევის მნიშვნელობა არ ესმით.

მე მგონია, რომ ეს არაპროფესიონალიზმი, როგორც ორივე შესაძლო მიზეზის შემადგენელი ნაწილი, სიმართლესთან ახლოსაა. ჰოდა, ახლა თავად განსაჯეთ ამ „იურისტების“ რეაგირება-ანალიზების ღირებულება სხვა საკითხებში.

ხოლო TI Georgia-ს კი, რომელიც, ვიმეორებ, არის ანტი-კორუფციული ორგანიზაცია და არა ზოგადად სამართალდამცავი, ჩემგან პირადად დიდი მადლობა – უძაღლო ქვეყანაში თუკი კატებს აყეფენ და მეწაღეები საცხობში მუშაობენ, ნამდვილად დასაფასებელია, როცა ეს ყეფა ომახიანია და ეს პურიც იჭმება. საღოლ, ბიჭებო!

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: