პრინციპული თეიმურაზ ხევისთავები – update


პირველი პოსტი ამ თემაზე ცხელ გულზე დავწერე და მგონი, ცოტა არ იყოს, ვერ გავშალე ისე, როგორც საჭიროა. ამიტომ ვუბრუნდები უფრო დეტალურ განხილვას.

მაშ, რას გვეუბნებიან თავის განცხადებაში მიუკერძოებლობის არასამთავრობო შუქურები? განცხადება საკმაოდ ლაკონურია, და მის ტექსტს თითქმის მთლიანად მოვიყვან.

შუქურები გვაუწყებენ, რომ სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ პროექტებს კერძო სტრუქტურები „ა(ა)იპ საერთაშორისო საქველმოქმედო „ფონდი ქართუ“ და ა(ა)იპ „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი““ აფინანსებენ. პირველის შესახებ აღნიშნავენ, რომ „მიუხედავად იმისა, რომ „ფონდი ქართუს“ შესახებ არსებულ სარეგისტრაციო დოკუმენტებში ბიძინა ივანიშვილი არ არის მოხსენიებული, საზოგადოებისთვის ეს ორგანიზაცია სწორედ პრემიერმინისტრთან ასოცირდება“.

შემდეგ, გვახსენებენ, რომ „ამასთანავე, წინა თვეებში მედიაში ფართოდ განიხილებოდა საკითხი იმის თაობაზე, თუ რა დოზით იქნებოდა წარმოდგენილი პრემიერმინისტრის პირადი კაპიტალი მილიარდიან ფონდში, რაზეც კომენტარებს მაღალი თანამდებობის პირებიც აკეთებდნენ. გამომდინარე იქიდან, რომ ქართული კანონმდებლობით არ არსებობს მკვეთრი ზღვარი პოლიტიკოსის მხრიდან დასაშვებ ქველმოქმედებასა და საარჩევნო მიზნით ამომრჩევლის მოსყიდვას შორის, ასეთი ქმედება შეიძლება აღქმულ იქნეს, როგორც ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენის მოსახდენად ფინანსური რესურსების უკანონო გამოყენებად“.

ამის ფონზე კმაყოფილებას გამოთქვამენ პროექტების დაფინანსების სწორ გაშუქებაზე: „მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ამ სასოფლო-სამეურნეო პროექტების შესახებ საზოგადოების ინფორმირება მართებულად ხდება და ამ ტიპის დახმარება სახელმწიფო პროგრამად წარმოჩინდება და არა – კერძო ქველმოქმედებად“.

და ბოლოს, მოყავთ მაგალითი არასწორი გაშუქების („თუმცა თებერვალში იყო შემთხვევა, როდესაც საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ კახეთში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას 100 მილიონ ლარამდე თანხა კომპენსაციების სახით გადასცა და იმ დროს პირდაპირ ითქვა, რომ ეს იყო კერძო ქველმოქმედება“) და იძლევიან რეკომენდაციას: „მსგავს ფაქტებს სჭირდება ნათელი საკანონმდებლო რეგულირება, რათა ყველასთვის ცალსახა იყოს ასეთი ქმედება წარმოადგენს თუ არა სამართალდარღვევას, შესაბამისად, სანამ კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებები განხორციელდება, უმჯობესი იქნება, თუ პოლიტიკოსები და განსაკუთრებით მაღალი თანამდებობის პირები, თავს შეიკავებენ საკუთარი სახსრებით ასეთი პროექტების დაფინანსებისგან“.

ახლა რიგრიგობით.

1. რისთვის დასჭირდათ ამდენი დრო, რომ თუნდაც თებერვლის მერე (ანუ „ქართუ“ ფონდის მიერ დაფინანსებული კახეთში დაზარალებულების დახმარების გაწევის შემდეგ) ეს განცხადება გაეკეთებინათ?

2. რა მოხდა ისეთი, რამაც მათ დაანახა, რომ თურმე ქართულ კანონმდებლობაში არის ასეთი პრობლემა („არ არსებობს მკვეთრი ზღვარი პოლიტიკოსის მხრიდან დასაშვებ ქველმოქმედებასა და საარჩევნო მიზნით ამომრჩევლის მოსყიდვას შორის“)? ახლა ჩაიხედეს კანონმდებლობაში?

3. შარშან, როცა ასე მონდომებით იცავდნენ ყველაზე მდიდარ ქართველს სახელმწიფოს უბადრუკ მცდელობებისგან, მისი უზარმაზარი ფინანსური რესურსი გაანეიტრალებინა მის პოლიტიკურ მისწრაფებებში, (ჩემს მიერ მათ საიტზე დათვლილი 10 შესაბამისი განცხადება), ეს მოსაზრებები თავში რატომ არ მოსდიოდათ? მაშინ ეს პრობლემა არ არსებობდა?

4. რატომ არ მოითხოვენ (ან თუნდაც, არ სთხოვენ) პარლამენტისგან შესაბამის ცვლილებას კანონმდებლობაში, და უაღრესად რბილ და არაჩვეულებრივად მოკრძალებულ რეკომენდაციას იძლევიან („უმჯობესი იქნება, თუ პოლიტიკოსები და განსაკუთრებით მაღალი თანამდებობის პირები, თავს შეიკავებენ საკუთარი სახსრებით ასეთი პროექტების დაფინანსებისგან“)?

5. რას ნიშნავს მათი მისალმება პროექტების იმგვარ გაშუქებას, როცა მათ კერძო დაფინანსებაზე საუბარი არის თურმე არასწორი, ხოლო „საზოგადოების ინფორმირება მართებულად“ მაშინ ხდება, როცა „ამ ტიპის დახმარება სახელმწიფო პროგრამად წარმოჩინდება და არა – კერძო ქველმოქმედებად“? მთავრობის მხრიდან საზოგადოების შეცდომაში შეყვანას მიესალმებიან?

ბოლოს შეგახსენებთ, რომ ეს ის ხალხია, რომელიც მათნაირთა სხვა ლეგიონთან ერთად მედიას მეშვეობით წლების განმავლობაში ფორმირებას უკეთებს საზოგადოებრივ ცნობიერებას.

PS რა თქმა უნდა, მათი შარშანდელი განცხადებები (ისე, ყოველ შემთხვევისთვის):

1 (ერთი)
2 (ორი)
3 (სამი)
4 (ოთხი)
5 (ხუთი)
6 (ექვსი)
7 (შვიდი)
8 (რვა)
9 (ცხრა)
10 (ათი)

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: