პრინციპული თეიმურაზ ხევისთავები


ფრიად საინტერესო ერთობლივი განცხადება გააკეთეს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“.

ავტორებთან მაქვს შეკითხვა (მგონი, საკმაოდ ბუნებრივი): ერთი წლის განმავლობაში, ყველაზე მდიდარი ქართველი რომ მიიწევდა ძალაუფლებისკენ, რაშიც მას მხარს აქტიურად უჭერდა მისი ქველმოქმედებით ნასაზრდოები ჩვენი „სასიქადულო ინტელიგენცია“ ©, ეს მარტივი მოსაზრება თქვენს განათლებულ-ინტელექტუალურ-პრინციპულ თავებში ერთხელაც არ გაიფართხუნა?

საოცნებო მთავრობის საოცნებო მოღვაწეობის მე-7 თვის თავზე, თქვენ, როგორც იქნა დაინახეთ პრობლემა. მაინტერესებს, გასულ წელს ათიოდე განცხადება რომ გამოაცხვეთ წინა ხელისუფლების საკმაოდ უბადრუკ მცდელობებთან დაკავშირებით, ამ პრობლემას გამკლავებოდა, და მათ ივანიშვილის „უკანონო დაჯარიმებას“ უწოდებდით, თებერვლის მერე („ქართუ“ ფონდის მიერ კახეთში სტიქიით დაზარალებულთა დახმარება) ამდენ ხანს რატომ ფიქრობდით?

გარდა ამისა, რას ნიშნავს თქვენი მისალმება „საზოგადოების მართებულად ინფორმირებისა“, როცა მთავრობა კერძო დაფინანსებით შესრულებულ პროექტებს სახელმწიფო პროექტებად ასაღებს? საზოგადოების მთავრობის მიერ შეცდომაში შეყვანას მიესალმებით? თქვენ ხომ იურიდიული პრინციპულობის პოზიციაზე დგახართ, რას ნიშნავს მთავრობის მიერ საზოგადოების მოტყუება, მე უნდა აგიხსნათ?

ვინაიდან მეეჭვება, რომ ჩემ მოკრძალებულ პერსონას უპასუხოთ, შემიძლია ჩემი ვარაუდი დავწერო (სათაურში მივანიშნე კიდეც), მაგრამ არ მინდა გინება ამ ბლოგში მაინცდამაინც თქვენთან დაკავშირებით დაიწყოს. არ მიმაჩნიხართ ამის ღირსად.

PS იმათთვის, ვისაც ჩემს მიერ დათვლილი შარშანდელი 10 განცხადება აინტერესებს:

1 (ერთი)
2 (ორი)
3 (სამი)
4 (ოთხი)
5 (ხუთი)
6 (ექვსი)
7 (შვიდი)
8 (რვა)
9 (ცხრა)
10 (ათი)

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: