Archive | მაისი 2013

8 თებერვლიდან 17 მაისამდე

მაოცებს ჩვენი „სამოქალაქო საზოგადოება“. დიდი მიტინგი მოაწყვეს და მომავალ თეოკრატიას მტკიცე „არა!“ შეუთვალეს.
მე კი გამახსენდა, რომ 8 თებერვალს ნაცმოძრაობის დეპუტატების ცემას არანაირი მსგავსი პროტესტი არ მოყოლია. არადა განსხვავება „იმ“ დარბევასა და „ამ“ დარბევას შორის მხოლოდ ის იყო, რომ მაშინ „პოლიტპატიმრები“ დეპუტატებს ცემდნენ, ხოლო ახლა ბრბო „პიდარასტებს“ ეძებდა საცემად, და მაშინ ამაში მღვდლები არ მონაწილეობდნენ.

ჰოდა, ამასთან დაკავშირებით, „სამოქალაქო საზოგადოებასთან“ მაქვს შეკითხვა. ამ ორი განსხვავებიდან რომელი აღმოჩნდა თქვენთვის ზღვრული? ანუ, დეპუტატების ცემა, რა თქმა უნდა, ცუდია, და შესაბამისი განცხადებებიც გამოქვეყნდა, მაგრამ 17 მაისს ლგბტ-აქტივისტების ცემა საერთოდ ყველა ზღვარს გადაცილდა? თუ რუსთაველის გამზირზე მღვდლების ომახიანმა გინებამ შეგძრათ ესოდენ?

მოკლედ, ვერ გამიგია, რატომ არის პედერასტი უფრო დასაცავი, ვიდრე თუნდაც დეპუტატი, ან რატომ არის კბილებდაკრეჭილი „პოლიტპატიმარი“ ნაკლებად საშიში, ვიდრე „ტაბურეტკიანი“ მღვდელი. ვერ გრძნობთ, რომ ეს კითხვები ჩემს გარდა, უამრავ ადამიანს უტრიალებს თავში და პასუხის არარსებობის პირობებში, თქვენს მიერ დეკლარირებული ფასეულობები უფასურდებიან?

PS ხო, არ არის საჭირო, ჩემში ფარული ჰომოფობის მხილება. ვაღიარებ, რომ მე გეი-პარადების მოწინააღმდეგე ვარ. ზუსტად ისევე, როგორც ვთქვათ, ისეთი აღლუმის, რომლის მონაწილეებიც თავის გეტეროსექსუალობის დემონსტრირებას ეცდებიან. რატომ უნდა ვიყო ჩართული თქვენი (თქვენი!) სექსუალური მიდრეკილებების ხილვა/განხილვაში? მიმაჩნია, რომ ჩემი უფლებები ზუსტად ისეთივეა, როგორც თქვენი, არც მეტი, არც ნაკლები. მე არ გვწდებით საყელოში ჩემი სექსუალური ამბების მოყოლით, და თქვენც კეთილი ინებეთ, ჩემს საყელოს ხელი გაუშვით.

Advertisements

პრინციპული თეიმურაზ ხევისთავები – update

პირველი პოსტი ამ თემაზე ცხელ გულზე დავწერე და მგონი, ცოტა არ იყოს, ვერ გავშალე ისე, როგორც საჭიროა. ამიტომ ვუბრუნდები უფრო დეტალურ განხილვას.

მაშ, რას გვეუბნებიან თავის განცხადებაში მიუკერძოებლობის არასამთავრობო შუქურები? განცხადება საკმაოდ ლაკონურია, და მის ტექსტს თითქმის მთლიანად მოვიყვან.

შუქურები გვაუწყებენ, რომ სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ პროექტებს კერძო სტრუქტურები „ა(ა)იპ საერთაშორისო საქველმოქმედო „ფონდი ქართუ“ და ა(ა)იპ „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი““ აფინანსებენ. პირველის შესახებ აღნიშნავენ, რომ „მიუხედავად იმისა, რომ „ფონდი ქართუს“ შესახებ არსებულ სარეგისტრაციო დოკუმენტებში ბიძინა ივანიშვილი არ არის მოხსენიებული, საზოგადოებისთვის ეს ორგანიზაცია სწორედ პრემიერმინისტრთან ასოცირდება“.

შემდეგ, გვახსენებენ, რომ „ამასთანავე, წინა თვეებში მედიაში ფართოდ განიხილებოდა საკითხი იმის თაობაზე, თუ რა დოზით იქნებოდა წარმოდგენილი პრემიერმინისტრის პირადი კაპიტალი მილიარდიან ფონდში, რაზეც კომენტარებს მაღალი თანამდებობის პირებიც აკეთებდნენ. გამომდინარე იქიდან, რომ ქართული კანონმდებლობით არ არსებობს მკვეთრი ზღვარი პოლიტიკოსის მხრიდან დასაშვებ ქველმოქმედებასა და საარჩევნო მიზნით ამომრჩევლის მოსყიდვას შორის, ასეთი ქმედება შეიძლება აღქმულ იქნეს, როგორც ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენის მოსახდენად ფინანსური რესურსების უკანონო გამოყენებად“.

ამის ფონზე კმაყოფილებას გამოთქვამენ პროექტების დაფინანსების სწორ გაშუქებაზე: „მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ამ სასოფლო-სამეურნეო პროექტების შესახებ საზოგადოების ინფორმირება მართებულად ხდება და ამ ტიპის დახმარება სახელმწიფო პროგრამად წარმოჩინდება და არა – კერძო ქველმოქმედებად“.

და ბოლოს, მოყავთ მაგალითი არასწორი გაშუქების („თუმცა თებერვალში იყო შემთხვევა, როდესაც საქველმოქმედო ფონდმა „ქართუმ“ კახეთში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას 100 მილიონ ლარამდე თანხა კომპენსაციების სახით გადასცა და იმ დროს პირდაპირ ითქვა, რომ ეს იყო კერძო ქველმოქმედება“) და იძლევიან რეკომენდაციას: „მსგავს ფაქტებს სჭირდება ნათელი საკანონმდებლო რეგულირება, რათა ყველასთვის ცალსახა იყოს ასეთი ქმედება წარმოადგენს თუ არა სამართალდარღვევას, შესაბამისად, სანამ კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებები განხორციელდება, უმჯობესი იქნება, თუ პოლიტიკოსები და განსაკუთრებით მაღალი თანამდებობის პირები, თავს შეიკავებენ საკუთარი სახსრებით ასეთი პროექტების დაფინანსებისგან“.

ახლა რიგრიგობით.

1. რისთვის დასჭირდათ ამდენი დრო, რომ თუნდაც თებერვლის მერე (ანუ „ქართუ“ ფონდის მიერ დაფინანსებული კახეთში დაზარალებულების დახმარების გაწევის შემდეგ) ეს განცხადება გაეკეთებინათ?

2. რა მოხდა ისეთი, რამაც მათ დაანახა, რომ თურმე ქართულ კანონმდებლობაში არის ასეთი პრობლემა („არ არსებობს მკვეთრი ზღვარი პოლიტიკოსის მხრიდან დასაშვებ ქველმოქმედებასა და საარჩევნო მიზნით ამომრჩევლის მოსყიდვას შორის“)? ახლა ჩაიხედეს კანონმდებლობაში?

3. შარშან, როცა ასე მონდომებით იცავდნენ ყველაზე მდიდარ ქართველს სახელმწიფოს უბადრუკ მცდელობებისგან, მისი უზარმაზარი ფინანსური რესურსი გაანეიტრალებინა მის პოლიტიკურ მისწრაფებებში, (ჩემს მიერ მათ საიტზე დათვლილი 10 შესაბამისი განცხადება), ეს მოსაზრებები თავში რატომ არ მოსდიოდათ? მაშინ ეს პრობლემა არ არსებობდა?

4. რატომ არ მოითხოვენ (ან თუნდაც, არ სთხოვენ) პარლამენტისგან შესაბამის ცვლილებას კანონმდებლობაში, და უაღრესად რბილ და არაჩვეულებრივად მოკრძალებულ რეკომენდაციას იძლევიან („უმჯობესი იქნება, თუ პოლიტიკოსები და განსაკუთრებით მაღალი თანამდებობის პირები, თავს შეიკავებენ საკუთარი სახსრებით ასეთი პროექტების დაფინანსებისგან“)?

5. რას ნიშნავს მათი მისალმება პროექტების იმგვარ გაშუქებას, როცა მათ კერძო დაფინანსებაზე საუბარი არის თურმე არასწორი, ხოლო „საზოგადოების ინფორმირება მართებულად“ მაშინ ხდება, როცა „ამ ტიპის დახმარება სახელმწიფო პროგრამად წარმოჩინდება და არა – კერძო ქველმოქმედებად“? მთავრობის მხრიდან საზოგადოების შეცდომაში შეყვანას მიესალმებიან?

ბოლოს შეგახსენებთ, რომ ეს ის ხალხია, რომელიც მათნაირთა სხვა ლეგიონთან ერთად მედიას მეშვეობით წლების განმავლობაში ფორმირებას უკეთებს საზოგადოებრივ ცნობიერებას.

PS რა თქმა უნდა, მათი შარშანდელი განცხადებები (ისე, ყოველ შემთხვევისთვის):

1 (ერთი)
2 (ორი)
3 (სამი)
4 (ოთხი)
5 (ხუთი)
6 (ექვსი)
7 (შვიდი)
8 (რვა)
9 (ცხრა)
10 (ათი)

პედერასტები ცუდი და კარგი გაგებით

17 მაისის მოვლენებზე მაქვს ძალიან მკვეთრი შეგრძნება: ცუდი და კარგი გაგებით პედერასტები ურთიერთობას არჩევდნენ ქვეყნის ბედის ხარჯზე.

1. მიმაჩნია, რომ სექსუალური უმცირესობების არანაირი დევნა არ არსებობდა. შესაბამისად, ამ „საპროტესტო მდუმარე აქციის“ მომწყობნი არიან უკეთეს შემთხვევაში, გრანტების უსაქმური მაძიებელნი. 17 მაისის მერე მათ ამ გრანტების მიღება არ უნდა გაუჭირდეს. აწი ვეღარავინ ვერ შეძლებს თქვას, რომ საქართველოში სექსუალურ უმცირესობებს არ დევნიან (აწმყო ბრუნვაში, თორემ წარსული ვიღას აინტერესებს).

2. მიმაჩნია, რომ მოვლენების ამგვარ განვითარებისთვის ყველაფერი გააკეთა ჩვენმა საპატრიარქომ და პირადად პატრიარქმა, როცა რელიგიური კონფესიების ერთობლივი განცხადების შემდეგ მიმართა მერიას ლგბტ-აქციის აკრძალვის „თხოვნით“. აბსოლუტურად ვეთანხმები ერთობლივი განცხადების ყოველ სიტყვას და მაინტერესებს, რა შედეგს ელოდა პატრიარქია მის მერე კიდევ რაიმე თავისი აბსურდული თუ პროვოკატიული (მერიას არ აქვს საზოგადოებრივი აქციების აკრძალვის უფლება) განცხადების გაკეთებით?

3. მიმაჩნია, რომ პოლიციის უუნარობა, თავიდან აერიდებინა ძალადობა, იყო იგივე რიგის შედეგი, როგორც ეკონომიკური ზრდის კატასტროფული ვარდნა – სახელმწიფოს სათავეში დგანან აბსოლუტურად არაკომპეტენტური პირები. ჩემთვის ცხადია, რომ პოლიციის ქმედების გეგმა იყო აბსოლუტურად არასწორი, და შედეგიც არის შესაბამისია. ამ სიტუაციაში უარესის თავიდან არიდება მოხდა რიგითი პოლიციელების ხარჯზე, რასაც ადასტურებს მათ შორის დაზარალებულთა არსებობა.

4. მაოცებს, ოპოზიციის (უკაცრავად) პოზიცია. ვერ დავიჯერებ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ უმრავლესობის არ ქონდეს სექსუალურ უმცირესობების საკითხთან იგივენაირი დამოკიდებულება, როგორზეც ზემოთ ვთქვი. ასევე ვერ დავიჯერებ, რომ მათ უმრავლესობის სექსუალური დევიაციების ნორმად შერაცხვა და პროპაგანდა ნორმალურად მიაჩნდეს. მაშინ, ვერ გამიგია, თუ რატომ გადაულოცეს ტრადიციული ფასეულობების დაცვა ისეთ ძალას, რომელიც 17 მაისს „ტაბურეტებით ხელში“ ყველამ ვიხილეთ. მხოლოდ იმისთვის, რომ მერე შსს და ზოგადად მთავრობა ეკრიტიკებინათ? ოღონდ ევროპულ ფასეულობებზე ნუ დამიწყებთ მოყოლას – ჩემს ინტელექტს ეცით პატივი.

ახლა კი ის ანეგდოტი, საიდანაც მოხვდნენ ტერმინები სათაურში.
ორი ებრაელი ხვდება ერთმანეთს და ერთი მეორეს ეუბნება:
– გაიგე, აბრამი პედარასტი რომ ყოფილა?
– როგორ, ფული გამოგართვა და არ დაგიბრუნა?
– არა, რას ამბობ! კარგი გაგებით პედერასტია!

პრინციპული თეიმურაზ ხევისთავები

ფრიად საინტერესო ერთობლივი განცხადება გააკეთეს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ და „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“.

ავტორებთან მაქვს შეკითხვა (მგონი, საკმაოდ ბუნებრივი): ერთი წლის განმავლობაში, ყველაზე მდიდარი ქართველი რომ მიიწევდა ძალაუფლებისკენ, რაშიც მას მხარს აქტიურად უჭერდა მისი ქველმოქმედებით ნასაზრდოები ჩვენი „სასიქადულო ინტელიგენცია“ ©, ეს მარტივი მოსაზრება თქვენს განათლებულ-ინტელექტუალურ-პრინციპულ თავებში ერთხელაც არ გაიფართხუნა?

საოცნებო მთავრობის საოცნებო მოღვაწეობის მე-7 თვის თავზე, თქვენ, როგორც იქნა დაინახეთ პრობლემა. მაინტერესებს, გასულ წელს ათიოდე განცხადება რომ გამოაცხვეთ წინა ხელისუფლების საკმაოდ უბადრუკ მცდელობებთან დაკავშირებით, ამ პრობლემას გამკლავებოდა, და მათ ივანიშვილის „უკანონო დაჯარიმებას“ უწოდებდით, თებერვლის მერე („ქართუ“ ფონდის მიერ კახეთში სტიქიით დაზარალებულთა დახმარება) ამდენ ხანს რატომ ფიქრობდით?

გარდა ამისა, რას ნიშნავს თქვენი მისალმება „საზოგადოების მართებულად ინფორმირებისა“, როცა მთავრობა კერძო დაფინანსებით შესრულებულ პროექტებს სახელმწიფო პროექტებად ასაღებს? საზოგადოების მთავრობის მიერ შეცდომაში შეყვანას მიესალმებით? თქვენ ხომ იურიდიული პრინციპულობის პოზიციაზე დგახართ, რას ნიშნავს მთავრობის მიერ საზოგადოების მოტყუება, მე უნდა აგიხსნათ?

ვინაიდან მეეჭვება, რომ ჩემ მოკრძალებულ პერსონას უპასუხოთ, შემიძლია ჩემი ვარაუდი დავწერო (სათაურში მივანიშნე კიდეც), მაგრამ არ მინდა გინება ამ ბლოგში მაინცდამაინც თქვენთან დაკავშირებით დაიწყოს. არ მიმაჩნიხართ ამის ღირსად.

PS იმათთვის, ვისაც ჩემს მიერ დათვლილი შარშანდელი 10 განცხადება აინტერესებს:

1 (ერთი)
2 (ორი)
3 (სამი)
4 (ოთხი)
5 (ხუთი)
6 (ექვსი)
7 (შვიდი)
8 (რვა)
9 (ცხრა)
10 (ათი)